Array
ზარის შეკვეთა
Batumi View Apartments

როგორ ვიყიდოთ

საქართველოში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. უძრავი ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი სამუშაო დღის ვადაში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ სამგზავრო პასპორტი , რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია ვადაზე. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე : https://napr.gov.ge/
ვადა და ტარიფი: 4 სამუშაო დღეში 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, იმავე დღეს 200 ლარი. ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ჩვენი გაყიდვების ოფისები მუშაობენ საქართველოში და ერაყში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ ოფისს; უძრავი ქონების ღირებულება ყველგან იდენტურია. გაყიდვების ოფისი ბათუმში მდებარეობს უშუალოდ მშენებლობის ობიექტთან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა N8-ში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში.
დიახ, შესაძლებელია, ამისათვის აუცილებელია ფლობდეთ მინდობილობას , რომლითაც უფლებამოსილ პირს შეეძლება უძრავი ქონების შეძენა და თქვენს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
თავისუფლდება თუ არა უცხოეთის მოქალაქე ვიზისგან თუ ის ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში?




ზარის შეკვეთა